იმედის კლინიკა
,,იმედის კლინიკა" დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:
- ორსულ ქალთა კონსულტაცია
- სამშობიარო სახლი
- პედიატრიული საავადმყოფო
- გინეკოლოგიური დეპარტამენტი
უსაფრთხო დედობა და ბედნიერი ბავშვობა - ეს ,,იმედის კლინიკის" და მისი თითოეული თანამშრომლის სავიზიტო ბარათია!
* საიტი ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა"
მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონამ" 2024 წლის ტიტულზე წარადგინა ექიმი მეან-გინეკოლოგ ნოდარ კობეშავიძეს. ნოდარ კობეშავიძე - ,,იმედის" კლინიკის დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, წყალში მშობიარობის მიმართულების ხელმძღვანელი. დაცული აქვს სადოქტორო ნაშრომი თემაზე: ,,ჰოსპიტალური ჩირქოვან–ანთებითი გართულებების ინფექციური კონტროლის მიკრობიოლოგიური ასპექტები დღენაკლულ ახალშობილებში ნეონატალურ პერიოდში“. საექიმო საქმიანობის სტაჟი 2006 წლიდან დღემდე. ნოდარ კობეშავიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში და ფორუმებში. წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ნოდარს! |
იმედის კლინიკა შენთვის
რატომ ,,იმედის კლინიკა"? - მოუსმინეთ პროფესიონალებს
,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაცია
|
მშობიარობა და ლოგინობის ხანა
ახალშობილთა მოვლა ,,იმედის კლინიკაში"
|